- პროექტის სახელწოდება : "ვეცნობით წელიწადის დროებს"
- პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს ინგლისურ ენაზე წელიწადის დროების მიხედვით, სადაც აქცენტები გაკეთდება წელიწადის დროებზე, თვეებზე , ბუნებრივ მოვლენებზე, ტანსაცმელებზე სეზონების მიხედვით.
- პროექტის აქტუალობა : მოსწავლეებმა შეძლონ საუბარი ინგლისურ ენაზე წელიწადის დროებზე, თვეებზე, ბუნებრივ მოვლენებზე, ტანსაცმელზე.
- პროექტის მიზნები : მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას, შეისწავლიან წელიწადის დროების, თვეების, ბუნებრივი მოვლენების, ტანსაცმლის ამსახველ სიტყვებს. განივითარებენ მეტყველების, წერის, ხატვის პრეზენტაციის, ჯგუფებში მუშაობის და კომუნიკაციის უნარებს.
- მონაწილეთა ასაკი : 9 წლის
- ვადები / ხანგრძლივობა : ხუთი კვირა .
- მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთები, ნახატები, ესეები, შეიქმნება პროექტის ბლოგი, სადაც განთავსდება პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფანქრები, ფორმატები, სურათები, კომპიუტერები და ინტერნეტი.
- პროექტის მსვლელობა : მოსწავლეები შეისწავლიან თემის შესაბამის სიტყვებს, იყოფიან ოთხ ჯგუფად წელიწადის დროების მიხედვით , შექმნიან კედლის გაზეთს , დაწერენ ესეს წელიწადის დროებზე, მოაწყობენ პრეზენტაციას, პროექტის მსვლელობის დროს განხორციელდება ფოტო და ვიდეო გადაღება, პროეტის დასასრულს მოეწყობა ექსკურსია ბუნებაში, შეიქმნება პროექტის ბლოგი , სადაც განთავსდება პროექტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა .
- საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ისტ, ბუნება, ხატვა, უცხ.დ.III.1. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება. უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება. უცხ.დ.III.10. მოსწავლეს
შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა. უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა. უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული
რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ გოგალაძე
- ხელმძღვანელის ელ / ფოსტა : 12gogaladze@gmail.com
- პროექტის ვებ გვერდი / ბლოგი :
Thursday, June 30, 2016
პროექტი - ვეცნობი წელიწადის დროებს
Subscribe to:
Post Comments (Atom)



No comments:
Post a Comment